სპორტი

ბრაზილიის ექსპრეზიდენტი ციხიდან ფეხბურთის ჩემპიონატს წაიყვანს

Nusagi

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა, რომელიც კორუფციის გამო ცოხეში 12 წლიან სასჯელს იხდის, ფეხბურთის ჩემპიონატის მატჩის კომენტატორი იქნება ტელეკომპანია Rede TV-ზე. ამის შესახებ ნათქვამია ტელეკომპანიის ფეისბუქ-გვერდზე.

TVT-ს და რადიო Brasil Atual-ს ახალი კომენტატორი ჰყავს,- განაცხადა სპორტულმა კომანტატორმა ხოსე ტრაიანომ და აღნიშნა, რომ ის ყოფილი პრეზიდენტი, და სილვა იქნება.

ყოფილი პრეზიდენტი მატჩის დროს, თავის შთაბეჭდილებებს ჩაწერს და რედაქციაში გაგზავნის პროგრამა Papo com Zé Trajano-ში, სადაც მათ წაიკითხავენ. პირველი კომენტარი ეთერში 18 ივნისს გავა, როდესაც ბრაზილიის ნაკრები შვეიცარიას შეხვდება.

ბრაზილიის ექსპრეზიდენტი, ლუის ინასიუ ლილა და სილვა საფეხბურთო კლუბ „კორინტიანსის“ გულშემატკივარია.

ჩემპიონატი 15 ივლისამდე გაგრძელდება, ბრაზილიის ნაკრები ტურნირზე სტარტს 18 ივნისს აიღებს. შეხვედრა შვეიცარიის ნაკრებთან როსტოვში გაიმართება და თბილისის დროით 22:00 სთ-ზე დაიწყება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,676 ნახვა
%d bloggers like this: