ბრიტანელი ბლოგერის ფანები მოსამართლეს მოკვლით ემუქრებიან

ბრიტანელი ბლოგერის, ელისონ ჩაბლოზის ფანები მოკვლით ემუქრებიან მოსამართლეს, რომელმაც ბლოგერს 20 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 1 წლით სოცილურ ქსელში აქტიურობა აუკრძალა. ელის ჩაბლოზმა სახელი გაითქვა თავისი ანტისემიტური პუბლიკაციებით და გამონათქვამებით. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.

53 წლის ბლოგერი ქალი სასამართლოს წინაშე მაისში წარსდგა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა შესახებ დამამცირებელი პუბლიკაციის ბრალდებით, რომელსაც ის თავის Youtube -არხზე აქვეყნებდა. სასამართლომ ჩაბლოზი  შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი მასალების ინტერნეტში გამოქვეყნების გამო დამნაშავედ ცნო.

ახალმა პუბლიკაციებმა ქალის ფანები გაააქტიურა. ისინი მოსამართლეს მოკვლით დაემუქრნენ და კომენტარებში ებრაელების შეურაცხყმყოფელი პოსტების წერა დაიწყეს, რამაც მოსამართლე აიძულა ჩაბლოზისთვის სოციალური ქსელის მოხმარება აეკრძალა.

აღსანიშნავია, რომ ბლოგერი ხმამაღლა იცინოდა, როცა მისი დაწერილი ტექტები სასამართლოზე წიკითხეს. სიმღერებში, რომლებსაც ის საკუთარი არხისთვის წერდა, ქალი გამოთქვამს ვარაუდებს, რომ ჰოლოკოსტის მოვლენები  გამოგონილია და მთელი ისტორიები „თვალებში ნაცრის შეყრაა“. ასევე ჩაბლოზმა აუშვიცს „თემატური პარკი“ უწოდა, ფაშესტებს კი- უსამართლოდ ბრალდებულები.

პროკურორის თქმით, სიმღერებით ქალი ებრაელ ხალხს შეურაცხყოფს, ხოლო მისი ნაწარმოებები ისტორიული მოვლენების არამეცნიერულ კრიტიკას წარმოადგენს.

ჩაბლოზის მომხრეები ქალის შემოქმედებას სატირულ ნაწარმოებს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ზოგიერთი ებრაელი მას გასართობადაც კი  მიიჩნევს.

ბლოგერის არხი დაახლობით ათას ხუთას ადამიანს აქვს გამოწერილი, კომპოზიციებს ის უკვე 2 წელია აქვეყნებს.

 

 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: