კრიმინალი

გლდანში ახალგაზრდა კაცის მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

Nusagi

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა. ოფიციალური ცნობით, ბრალდებულმა, შურისძიების მიზნით, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1986 წელს დაბადებულ კაცს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მეორე მოქალაქე კი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით აიყვანეს. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მკვლელობა გლდანში 15 ივნისს მოხდა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,562 ნახვა
%d bloggers like this: