ნაერთ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების სახით რეკორდული თანხა შევიდა

ერთ დღეში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 232,6 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ 1 tv.ge ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

უწყების ინფორმაციით, ეს რეკორდული მაჩვენებელია და წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 58.3 მილიონი ლარით აღემატება.

„სულ ივნისში, 15 ივნისის ჩათვლით, ნაერთ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების სახით შემოსულია 608 მილიონი ლარი, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 121 მილიონი ლარით, 24.8%-ით აღემატება“, – აღნიშნავენ სამინისტროში.

Facebook Comments

ახალი დადებული