პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი- საინტერესო და ლამაზი მატჩი იყო ორ ძლიერ გუნდს შორის

პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა, ესპანეთის ნაკრებთან ფრედ დასრულებული მატჩის (3:3) შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

“საბოლოო ჯამში, შედეგი სამართლიანი გამოდგა. თამაში კარგად დავიწყეთ და გოლიც გავიტანეთ. ამის შემდეგ ესპანელებმა იმის კეთება დაიწყეს, რაც ყველაზე კარგად გამოსდით – ბურთის ფლობა. ჩვენ კი დაცვაში ჩავედით.

დაცვაში ყოფნის მიუხედავად, რამდენიმე სახიფათო კონტრიერიში გვქონდა და თავისუფლად შეიძლებოდა, ანგარიში 2:0 გამხდარიყო. ნაცვლად ამისა გოლი გავუშვით, მაგრამ მაინც შევძელით უპირატესობის დაბრუნება.

ძალიან საინტერესო და ლამაზი მატჩი იყო ორ ძლიერ გუნდს შორის. საბედნიეროდ, შედეგი სამართლიანი იყო,” – აცხადებს სანტუში.

fanebi.com

Facebook Comments

ახალი დადებული