უცხოური მედია

მაკედონიას სახელი შეეცვალა

Nusagi

მაკედონიას ამიერიდან ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდება. ორი ქვეყნის საზღვართან, შეთანხმებას ხელი საბერძნეთის პრემიერმინისტრმა, ალექსის ციპრასმა, მაკედონიის პრემიერმინისტრმა, ზორან ზაევმა და გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა მოაწერეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ამით მაკედონიას საშუალება მიეცემა, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანდეს. ამ დრომდე, ქვეყნისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანება საბერძნეთთან კონფლიქტის გამო არ შეეძლო.

მაკედონიის სახელწოდების შესახებ კამათი 1991 წელს იუგოსლავიიდან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო. ახლა, როცა მაკედონია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს, მისი სახელწოდება კიდევ უფრო აქტუალური გახდა. საბერძნეთის ხელისუფლება შიშობს, რომ ამ სახელწოდებამ შესაძლოა ჩრდილოეთ საბერძნეთის პროვინცია მაკედონიასთან დაკავშირებით სირთულეები შექმნას.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,484 ნახვა
%d bloggers like this: