სოციალური ქსელები და მედია

მამუკა ბახტაძე რამდენიმე უწყების გაერთიანებას გეგმავს

Nusagi

მცირე ზომის მთავრობის კონცეფცია უკვე არსებობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძემ განუცხადა. პრემიერმინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ კონცეფცია მნიშვნელოვან ცვლილებებს გულისხმობს, მათ შორის გარკვეული უწყებების გაერთიანებას.

„კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა ამოსავალი წერტილია, რომ გვჭირდება მცირე ზომის, მაგრამ ოპერატიული და მოქნილი მთავრობა“ – თქვა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ეს განცხადება ტექნოპარკში გააკეთა, სადაც სტარტაპერებს შეხვდა. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ახალგაზრდული ეკონომიკა მთავრობის სტრატეგიული კომპონენტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მისი თქმით, გატარდება საგადასახადო რეფორმა, რომ საქართველო უცხოური ტექნოლოგიური კომპანიებისთვის მიმზიდველი ქვეყანა გახდეს. ბახტაძე არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთი კომპანიის ოფისი საქართველოშიც განთავსდეს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,450 ნახვა
%d bloggers like this: