ნიუ- ჯერსიში ორმა მამაკაცმა ფესტივალზე ცეცხლი გახსნა

აშშ-ში, ქალაქ ტრენტონში (ნიუ-ჯერსი) ხელოვნების ღამის ფესტივალზე, ორმა ბოროტმოქმედმა ცეცხლი გახსნა, Fox News-ის ინფორმაციით, დაჭრილია 20-მდე ადამიანი. 4 ადამიანი, მათ შორის 13 წლის ბიჭი საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, არსებობს ვერსია, რომ ბოროტმოქმედი ორზე მეტი იყო.

პოლიციის მონაცემებით, ფესტივალზე 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. თავდაპირველად, სროლა ფეიერვერკის ხმაში აერიათ, შემდეგ კი პანიკა დაიწყო.

Facebook Comments

ახალი დადებული