სპორტი

სერბეთმა კოსტა რიკა დაამარცხა

Nusagi

ფეხბურთის ჩემპიონატის E ჯგუფის შეხვედრაში, „სამარა არენაზე” ერთმანეთს კოსტა რიკა და სერბეთი დაუპირისპირდნენ.

მეორე ტაიმში, 55-ე წუთზე დავიდ გუზმანმა ალეკსანდარ მიტროვიჩი საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს წააქცია. დაინიშნა ჯარიმა, რომელიც ალეკსანდარ კოლაროვმა ზუსტად შეასრულა. საბოლოოდ, ეს ერთადერთი გოლი აღმოჩნდა ამ შეხვედრაში – სერბებმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს.

გამარჯვებული გუნდი E ჯგუფში სამი ქულით, ჯერჯერობით, ლიდერია. ხოლო, კოსტა რიკა ნული ქულით ბოლო ადგილზეა.

ამ ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა დღეს, 22:00 საათზე ბრაზილიასა და შვეიცარიას შორის “როსტოვ არენაზე” შედგება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,673 ნახვა
%d bloggers like this: