ტრამპმა The Washington Post-ის ჟურნალისტებს გაფიცვისკენ მოუწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაზეთ The Washington Post-ის ჟურნალისტებს მოუწოდა, გამოცემის მფლობელის, პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ჯეფ ბეზოსის წინააღმდეგ გაფიცვა მოაწყონ. ამის შესახემ მან „თვითერში“ დაწერა.

„ბეზოსი მათ ცოტსა უხდის, ვფიქრობ, გრძელვადიანი გაფიცვა საუკეთესო იდეაა. თანამშრომლები მეტ ფულს აიღებენ, ჩვენ კი ფეის-ნიუსებისგან გავთავისუფლდებით დიდი ხნის განმავლობაში“,-დაწერა ტრამპმა.

31 მარტს ტრამპმა The Washington Post-ს უსაყვედურა, რომ ის ინტერნეტ-მაღაზია Amazon-ს უჭერს მხარს, რომელიც ასევე ბეზოსის საკუთრებაა. მისი აზრით, გაზეთი ამაზონს ლობირებს და ეს საჭიროა, სათანადოდ იყოს დარეგისტრირებული, გადაიხადოს გადასახადი რეალური შეფასებით.

ტრამპის თქმით, აშშ-ის საფოსტო სამსახური საშუალოდ, 1,5 დოლარს კარგავს ყოველი ამანათიდან, რომელიც „ამაზონს“ მიაქვს. ჯამში, ეს თანხა მილიარდობით დოლარს აღწევს.

2017 წელს ტრამპმა „ამაზონი“ მის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციების გავრცელებაში დაადანაშაულა.

Facebook Comments

ახალი დადებული