მამუკა ბახტაძე: ხვალ პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად წარვსდგებით

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება დაგეგმილი ცვლილებებიდან გამომდინარე, კანონით დადგენილ ვადაში ვერ ესწრება.

ამიტომ, ბახტაძის განმარტებით, ხვალ პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად არსებული სამთავრობო სტრუქტურით წარსდგებიან:

„ჩვენს მიერ დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში მთავარობაში შემავალი სამინისტროების რაოდენობა დღეს არსებული 14-დან 11-მდე შემცირდება.რეფორმა, რომელიც სამთავრობო პროგრამის ნაწილია და დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს, საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც შესაბამის დროს და პროცედურებს მოითხოვს. ჩვვენთვის ნდობის გამოცხადება კანონით დადგენიილ ვადებში, სამწუხაროდ, ვერ ესწრება. ვიღებთ ვითარებას, როცა ხვალ პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად უნდა წარვდგეთ დღეს არსებული სამთავრობო სტრუქტურით და პარლამენტის წევრთა ფორმალური შემადგენლობით, რომელთა ნაწილი ახალი კაბინეტის წევრი აღარ იქნება,ხოლო 2- 3 კვირის შემდეგ, როცა საკანონმდებლო და საკადრო ცვლილებები განხორციელდება და დასრულდება კონსულტაციები პარლამენტში, განხილვები კომიტეტებში, პლენარულ სხდომაზე, ხელახლა უნდა გავიაროთ უკვე განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან ერთად.

მე დღეს შევთავაზე ჩვენს საპარლამენტო გუნდს, დაიწყონ კონსულტაციები პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რათა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა შემდეგი 2 დღის განმავლობაში შედარებით შემჭიდროვებულ ვადებში გავიაროთ“,-განაცხად ბახტაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული