ოზურგეთში ენმ-ის აქციაზე დაპირისპირება მოხდა

2 პირი გაარიდეს აქციას ოზურგეთის მერიის წინ, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და სოფელ ნასაკირალის მოსახლეობა შეიკრიბნენ. აქედან ერთი “ნაციონალური მოძრაობის” წევრია, მეორე კი “ქართული ოცნების”.

აქციაზე დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ენმ-ს “ქართული ოცნების” წევრები მიუახლოვდნენ.

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრების და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის  შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ბესო ქათამაძემ განაცხადა, თუ არ დაისჯებიან ინციდენტში მონაწილე პირები და იმ დეპუტატებს, რომლებიც მას თავს დაესხნენ, სადეპუტატო მანდატი არ შეუწყდებათ, აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.

საპროტესტო აქცია ოზურგეთის საკრებულოს შენობასთან გრძელდება.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. უპირველეს ყოვლისა, ისინი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე “ქართული ოცნების” წევრების პასუხისგებაში მიცემას და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ.

ენმ-ში ამბობენ იმასაც, რომ ბესიკ ქათამაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა არა მარტო “ქართული ოცნების” დეპუტატმა ტარიელ აროშიძემ მიაყენა, არამედ დეპუტატს საკრებულოს 4 წევრი დაესხა თავს.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტია საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომასაც ითხოვს. შეხვედრა მედიის წარმომადგენლების გარეშე, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე ბრალებულ “ქართული ოცნების” დეპუტატს ტარიელ აროშიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

მანამდე ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე “ქართული ოცნების“ დეპუტატს ტარიელ აროშიძეს  ბრალი წარედგინა.

ქათამაძის განცხადებით, ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებების გამო „ქართული ოცნების“ წევრებმა დაიბარეს და სცემეს.

Facebook Comments

ახალი დადებული