უცხოური მედია

ბარაკ ობამა პოლიტიკაში ბრუნდება

Nusagi

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა შესაძლოა პოლიტიკაში, კერძოდ კი კვლავ დემოკრატიულ პარტიაში დაბრუნდეს. ამის შესახებ Vanity fair-ი წერს.

ჟურნალის ცნობით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თეთრი სახლის ექს ლიდერმა დემოკრატიული პარტიის 9 მაღალჩინოსანთან შეხვედრები გამართა. მათ შორის იყვნენ ნიუ-ორლეანის, ლოს-ანჯელესისა და საუტ-ბენდის მერები და აგრეთვე 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიდან პრეზიდენტობის კანდიდატობის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი ბერნი სანდერსი.

მედიის ინფორმაციით, თითოეულ პოლიტიკოსთან მოლაპარაკებები საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

პოლიტიკაში დაბრუნებაზე თავად ობამას ამ დრომდე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

ბარაკ ობამა აშშ-ის პრეზიდენტი 2009 წელს გახდა. მეორე ვადით ის 2012 წელს აირჩიეს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,502 ნახვა
%d bloggers like this: