ნაპოლეონ ბონაპარტის სამხედრო ქუდი €280,000 გაიყიდა

ქუდი, რომელიც ნაპოლეონ ბონაპარტს ვატერლოოს ბრძოლაში ეხურა 280,000 ევროდ გაიყიდა. ამის შესახებ BBC წერს.

De Baecque-ს აუქციონი საფრანგეთის ქალაქ ლიონში, ვატერლოოს ბრძოლიდან 203 წლის შემდეგ გაიმართა. ისტორიული ქუდის მემკვიდრე ფრანგი კოლექციონერი გახდა.

ნაპოლეონ ბონაპარტის სამხედრო ქუდი 1815 წელს, ვატერლოოსთან ბრძოლის დროს “გადაარჩინეს”.

ორწვერიანი ქუდი იმდროინდელი სამხედრო ფორმის ჩვეულებრივი ატრიბუტი იყო, თუმცა, საფრანგეთის იმპერატორმა ის „ექსკლუზიურად“ აქცია მას შემდეგ, რაც ეს ქუდი 90 გრადუსით შეატრიალა და მხრების პარალელურად დაიხურა.

შეგახსენებთ, რომ ისტორიული ქუდი 1837 წლიდან სამეფო კოლექციაში იყო.

Facebook Comments

ახალი დადებული