ქალი საკუთარმა ძმამ ურთიერთშელაპარაკების დროს დაჭრა

ზუგდიდში ძმის მიერ დაჭრილ ქალს საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ. როგორც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, დაჭრილის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

ქალი საკუთარმა ძმამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნით, გუშინ, დადიანების მუზეუმის ეზოში დაჭრა მას გულ-მკერდის და მხრის არეში ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, და-ძმას შორის შელაპარაკება ქალის მიერ აღებული ვალების საკითხზე გახდა, რომლის შესახებაც ოჯახში არაფერი იცოდნენ..

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების გულისხმობს.

დაზარალებულის ძმა დაკავებულია.

Facebook Comments

ახალი დადებული