სოციალური ქსელები და მედია

სპეციალურად ხდებოდა კანონების მიღება, რომ „ქართულ ოცნებას“ შემოწირულობა არ და ვერ მიეღო

Nusagi

თბილისის მერი კახა კალაძე მმართველი გუნდის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენილი მამუკა ბახტაძის მიერ 2012 წლის აგვისტოში “ნაციონალური მოძრაობის” 20 000 ლარით დაფინანსებას ეხმაურება. მისი თქმით, იმ კომპანიის ხელმძღვანელმა, სადაც მამუკა ბახტაძე მუშაობდა, გადაწყვიტა, “ნაციონალური მოძრაობისთვის” შემოწირულობა თანამშრომლების გავლით გაეკეთებინა.

“ყველას კარგად მოგეხსენებათ, 2012 წლამდე, ვიდრე “ქართული ოცნება” მოვიდოდა ხელისუფლებაში, რა ხდებოდა და რა დამოკიდებულება იყო საზოგადოების მიმართ, განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანების მიმართ. თქვენ ისიც კარგად გახსოვთ, რომ სპეციალურად ხდებოდა კანონების მიღება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, სპეციალურად ხდებოდა კანონების მიღება იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ შემოწირულობა არ და ვერ მიეღო. შესაბამისად, ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც იქნა განხორციელებული, ამბობდა, რომ კომპანიებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, შემოწირულობა გაეკეთებინათ პარტიებისთვის. მაშინ ეს ყველას შეეხო. ერთ-ერთი კომპანია, სადაც ბახტაძე მუშაობდა, მისმა ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თანამშრომლებს გაეკეთებინა შემოწირულობა”,- განაცხადა კალაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,695 ნახვა
%d bloggers like this: