სამართალი

კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე მსჯავრდებულებმა საპატიმრო დატოვეს

Nusagi

კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე მსჯავრდებულმა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა ზაზა მაჩალაძემ, საკალათბურთო კლუბ“ სოხუმის“ მწვრთნელებმა ვაჟა კვარაცხელიამ და თემურ დათიკაშვილმა შეფარდებული 6-თვიანი სასჯელი მოიხადეს და საპატიმრო დატოვეს. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

საპატიმრო სასჯელის მოხდის მიუხედავად, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი და „სოხუმის“ მწვრთვნელები კვლავ მსჯავრდებულები არიან. მათ 6-თვიანი რეალური სასჯელის შემდეგ ერთწლიანი პირობითი მსჯავრი უნდა მოიხადონ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამი მსაჯისა და ორი მწვრთნელის დაკავება საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი მატჩის ჩაწყობას უკავშირდება.

მსაჯებმა და მწვრთნელებმა ამ თამაშების კონკრეტული შედეგებით დასრულების სანაცვლოდ, ჯამში, 36000 ლარი აიღეს. დაკავებულ 5 პირს ბრალი ოფიციალურად 23 დეკემბერს წაუყენეს. მათ კომერციულ მოსყიდვაში დასდეს ბრალი.

გარიგებული თამაშების საქმეზე ბრალდებული 5 პირის მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,032 ნახვა
%d bloggers like this: