უცხოური მედია

ლონდონში დაკავებულ მამაკაცს ტერეზა მეის კაბინეტში უნდა შეეღწია და მისთვის თავი მოეკვეთა

Nusagi

მამაკაცს, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას აპირებდა, დაუნინგ-სთრითზე, ბრიტანეთის მთავრობის ლონდონის რეზიდენციაში უნდა შეეღწია და მთავრობის მეთაურისთვის თავი უნდა მოეჭრა. ამის შესახებ The Independent იტყობინება.

20 წლის ნააიმურ ზაქარია რახმანი, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ უჭერს მხარს, პრემიერის რეზიდენციასთან ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებას გეგმავდა, შემდეგ დაცვის გაუვნებელყოფას და შენობაში შეღწევას აპირებდა, რის შემდეგაც ტერეზა მეი უნდა მოეკლა.

ბოროტმოქმედი გასული წლის ნოემბერში დააკავეს იმ მომენტში, როდესაც ის ყალბ ასაფეთქებელ მოწყობილობას  ყიდულობდა, რომელიც მას სპეცსამსახურის თანამშრომელმა მიუტანა, როგორც ნამდვილი.

ტერეზა მეიზე თავდასხმის საქმეზე სასამართლო მოსმენები ორშაბათს, 18 ივნისს დაიწყო და 5 კვირას გაგრძელდება

რა სასჯელი ელის რახმანს ჯერჯერობით უცნობია.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,543 ნახვა
%d bloggers like this: