ხელოვნება და კულტურა

მოკლული ამერიკელი რეპერის, XXXTentacion-ის ფანებმა ლოს-ანჯელესში არეულობა მოაწყვეს

June 18, 2018 - FILE - US rapper XXXTentacion, who quickly rose to fame with two consecutive hit albums, has been killed aged 20. He was leaving a motorcycle dealership in south Florida on Monday when a gunman shot him. The rapper, whose real name is Jahseh Onfroy, was taken to hospital where he was pronounced dead. Pictured: May 6, 2017 - Downtown Miami, Fl, USA - XXXTentacion performs during the second day of the Rolling Loud Festival in downtown Miami on Saturday, May 6, 2017. (Credit Image: © Matias J. Ocner/TNS via ZUMA Wire)
Nusagi

მოკლული ამერიკელი რეპერის, XXXTentacion-ის ასობით თაყვანისმცემელმა ლოს-ანჯელესში არეულობა მოაწყო, ამის შესახებ იტყობინება ტელეკომპანია NBC- ს გვერდი „თვითერზე!

ტელეკოპანიის ინფორმაციით, მუსიკოსის ხსოვნისადმი მიძღვნილი მშვიდობიანი აქცია მელროუს ავენიუზე სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა. დღის ბოლოს, აქციის მონაწილეთა ნაწილი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სახურავიდან ხტებოდა.

მანამდე, თაყვანისმცემლება სამხრეთ ფლორიდაში იმ ადგილას, სადაც რეპერი დაიღუპა, სათამაშოები და ყვავილები მიიტანეს, გარდა ამისა, დაანთეს სანთლები და მოხატეს ტროტუარი.

რეპერი სამშაბათს, 19 ივნისს მოკლეს. უცნობმა პირმა მუსიკოსს რამდენჯერმე ესროლა, როცა ის მოტოსალონიდან გამოვიდა. XXXTentacion საავამყოფოში გარდაიცვალა.

ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ პოლიციელების ვარაუდით, მკვლელობაში შესაძლოა ორი პირი მონაწილეობდა.

რეპერი, რომლის ნამდვილი სახელია ჯასენ დუეინ ონფროი, მუსიკალურ ინდუსტრიაში 2017 წელს გამოჩნდა. მისი ალბომი „17“ მაშინვე პოპულარული გახდა და Billboard 200-ის ჩარტში მეორე ადგილი დაიკავა.

 


.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,472 ნახვა
%d bloggers like this: