სოხუმში ზღვაში ორი სტუდენტის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ზღვაში გამთენიისას ორი დამხრჩვალი სტუდენტის ცხედარი იპოვეს.

ამის შესახებ აფხაზურ მედიას ე.წ. საგნგებო სიტუაციათა სამინისტროში განუცხადეს.

„სამწუხაროდ, ახალგაზრდები დაიხრჩვნენ. მათი ცხედრები დილით იპოვეს, იქ, სადაც მდინარე კელასური ზღვას უერთდება“, – განაცხადა ე.წ. უწყების ხელმძღვანელმა მიზან ლომიამ.

ახალგაზრდების სამძებრო სამუშაოები 20 ივნისიდან მიმდინარეობდა.

Facebook Comments

ახალი დადებული