სოციალური ქსელები და მედია

ყველაზე სასაცილო ინიციატივა-ქუჩის მუსიკოსებს, შესაძლოა საბუთი დასჭირდეთ

Nusagi

ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელის ახალი ინიციატივა სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ყველაზე სასაცილო ინიციატივად შეაფასეს.

აღნიშნული ინიციატივით, შესაძლოა, ქუჩის მუსიკოსებს ქუჩაში დაკვრისთვის შესაბამისი საბუთი დასჭირდეთ.

ამის შესახებ სერგი გვარჯალაძემ „ინტერპრესნიუსთან “ საუბრისას განაცხადა, გვარჯალაძის თქმით, ქუჩაში ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები დგანან, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მუსიკოსები არ არიან, რაც „ვნებს არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ყურს, არამედ ტურისტებზე არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს. ალბათ, ქუჩის მუსიკოსებს დასჭირდებათ დოკუმენტი, რომელიც მათ ქუჩაში დაკვრის უფლებას მისცემს“,– განაცხადა გვარჯალაძემ.

თუმცა,  მოგვიანებით, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ საუბარი არ არის აკრძალვაზე, არამედ შესაბამისი ბარათების შექმნაზე, ადგილის გამოყოფასა და სწორ კოორდინაციაზე.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,164 ნახვა
%d bloggers like this: