სამართალი

ხორავას საქმეზე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულთა პროცესი გაიმართა

Nusagi

საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულთა საქმის განხილვა დღეს გაიმართა. ბრალდებამ ოთხი მოწმე დაკითხა. სხდომის დასრულების შემდეგ, მხარეებმა თქვეს, რომ სასამართლოს ჩვენება საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, გიორგი თურქიამ მისცა.

მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, თენგიზ კალანდია სწორედ თურქიასთან ერთად მივიდა იმ ადგილას, სადაც ხორავას ქუჩიდან გაქცევის შემდეგ, მიხეილ კალანდია და კონფლიქტში მონაწილე კიდევ ერთი მოზარდი იმალებოდნენ. სწორედ თურქიას მანქანით წამოიყვანეს ორივე მოზარდი კალანდიების სახლში.

ამ საქმეზე სულ 5 პირს აქვს ბრალი წაყენებული, თუმცა პატიმრობაში ამ დროისთვის სამი მათგანია. ორზე – არასრულწოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება. ამ საქმეზე ბრალდებულები არიან მამა-შვილი კალანდიები.  მათ შორის მიხეილ კალანდია ერთ-ერთი იყო იმ ახალგაზრდებს შორის, ვინც სისხლიან გარჩევაში მონაწილეობდა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,421 ნახვა
%d bloggers like this: