რელიგია

პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო, ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა

Nusagi

დღეს წმინდა სინოდის სხდომაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა.

ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება ეკლესიის უმაღლესი ჯილდოა, რომელსაც ეკლესია წმინდა სინოდის წევრებს განსაკუთრებული დამსახურებისთვის ანიჭებს.

კიდევ რას გულისხმობს და ნიშნავს თუ არა ყოველივე ეს, რომ პატრიარქმა მისი მემკვიდრე დაასახელა, ამასთან დაკავშირებით, თოქ-შოუ ,,რეაქციაში” კიკეთის ეკლესიის წინამძღვარმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ ისაუბრა.

გადაცემის წამყვანის კითხვას, ლეგიტიმაციის პარალელურად, მისმა უწმინდესობამ მეუფე შიო, რომელიც მანამდე მოსაყდრედ გამოაცხადა და დღეს უკვე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა, დაასახელა თუ არა მის მემკვიდრედ, მომავალ პატრიარქად, – მამა ანდრიამ უპასუხა, რომ დღეს, ეკლესიის მართვა-გამგეობაში ჩაწერილ ტექსტთან შესაბამისობაში მოვიდა მეუფის მდგომარეობა.

,,დღეს ლეგიტიმაცია არ მომხდარა. დღეს მცირე შესწორებით, ეკლესიის მართვა-გამგეობაში ჩაწერილ ტექსტთან შესაბამისობაში მოვიდა მეუფის მდგომარეობა, მოვალეობა და ამას დებულებაში ქვია საპატრიაქრო ტახტის მემკვიდრე. ლეგიტიმურობა, ვფიქრობ, აქ ზედმეტი სიტყვაა, რადგან მის უწმინდესობას სრულიად ლეგიტიმურად ჰყავდა შერჩეული-დასახელებული მისი მემკვიდრე, მოსაყდრე და სწორედ დასახელებისთანავე, მან განაცხადა ვის მოიაზრებდა, ვის გულისხმობდა, მის მემკვიდრედ”, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, როდესაც 23 ნოემბერს მისმა უწმინდესობამ განაცხადა, რომ პატრიარქის მოსაყდრედ დასახელდება მეუფე შიო, მაშინ ფაქტობრივად გახსნა ანდერძი, რაც თავისთავად გულისხმობს მემკვიდრეს.

,,ეს თავისთავად გულისხმობს მემკვიდრეს, იმ აზრით კი არა, რომ ეს გადაწყვეტილია, ამას რა თქმა უნდა სინოდი ირჩევს, მაგრამ ეს არის მისი რჩეული, მისი შერჩეული, ვისაც გულისხმობს თავად პატრიარქი”, – განაცხადა კიკეთის ეკლესიის წინამძღვარმა თოქ-შოუ ,,რეაქციაში” საუბრისას.

წმინდა სინოდის სხდომის განჩინება ჯერ არ გამოქვეყნებულა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა წელს პირველად ჩატარდა.

 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,333,917 ნახვა
%d bloggers like this: