ახალი დამატებული

თბილისის ბაგა-ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია დღეს 12:00 საათზე დაიწყება

Nusagi

თბილისის ბაგა-ბაღებში 2018-2019 სასწავლო წლისთვის საყოველთაო რეგისტრაცია 22 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება, – ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

18 ივნისს რეგისტრაციის პირველ ეტაპზე 3 000-მდე აღსაზრდელი დარეგისტრირდა, ხოლო საყოველთაო რეგისტრაციისთვის 11000-ზე მეტი ადგილი თავისუფალია.

რეგისტრაცია ჩატარდება ელექტრონულად, სააგენტოს ვებგვერდის – kids.org.ge-ს საშუალებით.

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო წლისთვის რეგისტრაციის შესახებ “ძალიან ცუდი ხმები მისდის”. “არავინ გაბედოს ნაცნობობით ბავშვების დარეგისტრირება”, – თქვა კალაძემ

“კატეგორიულად მიუღებელია და არავის მივცემ შესაძლებლობას, რომ ის ადამიანები დაიჩაგრონ, ვისაც მეგობარი არ ჰყავს მერიაში, დეპუტატი, მინისტრი და ა.შ. ეს უნდა დავასრულოთ. ჩვენ ყველას თანაბარი უფლებები გვაქვს, ჩემთვის ყველა ბავშვი, ჩემიც, სხვისიც არის ერთი და იგივე და მათი უფლებებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ. ადამიანებს აქვთ ჩემი იმედი და მე საზოგადოების ამ დამოკიდებულებას ძალიან დიდ პატივს ვცემ და ძალიან ვუფრთხილდები, ამიტომ, არავინ გაბედოს არასწორი ნაბიჯის გადადგმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,237,224 ნახვა
%d bloggers like this: