თბილისის ზოოპარკში, ლემურების ვოლიერში ბიჭმა შეყვარებულს ხელი სთხოვა. ინფორმაცია ზოოპარკის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
„გირჩევთ, ბოლომდე უყუროთ ვიდეოს. განსაკუთრებით, თუ მელოდრამების მოყვარული და რომანტიკულ ფინალებზე სიხარულის ცრემლების მაღვარღვარებელი ადამიანი ბრძანდებით.
ანის ცხოველები უყვარს და ლაშამ ლემურების გამოკვების პროგრამაზე დაპატიჟა ზოოპარკში. ლემურების გამოძღობით გართული ანი სულაც არ ელოდა, რომ ზურგსუკან დაჩოქილი და ბეჭედმომარჯვებული ლაშა დახვდებოდა და ხელს სთხოვდა.
მერე იყო მოულოდნელობა, ცრემლები და აპლოდისმენტები.
ჩვენთან ეს ხელის თხოვნის პირველი შემთხვევა იყო. ამიტომ, ლაშას და ანის პატარა, სიმბოლური საჩუქარი გავუკეთეთ. ამიერიდან, ქორწინების ყოველ წლისთავზე შეუძლიათ ლემურებს ესტუმრონ გამოსაკვებად და გაიხსენონ ეს ემოციური დღე“ – წერია ზოოპარკის გვერდზე.