უცხოური მედია

მელანია ტრამპის ჩაცმულობამ მთელი მსოფლიო გააღიზიანა(ფოტოები)

Nusagi

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი ყოველთვის კლასიკური სამოსით ჩნდება საზოგადოებაში, მაგრამ გუშინ მან ეს ტრადიცია დაარღვია.

მელანია ტრამპმა სპორტული მოსაცმელი მოირგო, რომელზე არსებულმა წარწერამაც მედიასაშუალებების ყურადღება მიიპყრო.მელანიამ ტეხასის შტატში ვიზიტის დროს ზარას “I REALLY DON’T CARE, DO U?“ (მე ეს არ მადარდებს, შენ?)- წარწერიანი ქურთუკი მოირგო, რამაც ყველა გაკვირვა, რადგან მას მკაცრი დრესკოდი აქვს.

რა თქმა უნდა, ქურთუკს ამხელა გამოხმაურება არ მოჰყვებოდა, ეს ვიზიტი იმიგრაციის კრიზისს რომ არ უკავშირებოდეს, რაც დონალდის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგი გახდა და მისი წყალობით, საზღვართან ათეულობით იმიგრანტთა ოჯახს უწევს შვილებთან განშორება, მსგავსი წარწერით კი, ამგვარ სიტუაციაში გამოჩენა პირველი ლედისთვის წარმოუდგენელ უტაქტობად ჩაითვალა.

ტრამპის ადმინისტრაციას რაც შეეხება, მათ უარყვეს ქურთუკის წარწერის რაიმე დამატებითი ქვეტექსტი.

პირველმა ლედიმ ქურთუკი შტატში ჩამოსვლისთანავე გაიხადა, თუმცა ინტერნეტსივრცეში მის მიმართ მაინც გავრცელდა უარყოფითი კომენტარები, „ეს შეუძლებელია მართალი იყოს, ვარჩევდი, რომ არ დამეჯერებინა“ – დაწერა მელანიას ქცევით გაწბილებულმა გულშემატკივარმა. ერთ-ერთმა კი მსგავსივე ქურთუკის დამუშავებული ფოტო ატვირთა, რომელზეც წერია, რომ ეს ყველაფერი ტრამპის პოლიტიკის ბრალია და სწორედ მსგავსი მესიჯით სჯობდა საზღვართან მისვლა.

 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,122 ნახვა
%d bloggers like this: