რეკომენდაცია-როგორ უნდა მოიქცეთ თუ გველმა გიკბინათ

რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დედაქალაქში შხამიანი გველები არიან და მათი რაოდენობა წინა წლებთან შედარებით გაიზარდა. ამ ფაქტს უარყოფენ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში.

როგორია სტატისტიკა და რა უნდა იცოდეს მოქალაქემ, თუ ქალაქში გველს დაინახავს, ან ქვეწარმავალი უკბენს, ამ თემებზე ცხოველთა მონიტორინგის წარმომადგენელმა, შოთა ზანდუკელმა “მაესტროს” ეთერში განაცხადა.

ზანდუკელის თქმით, თუ შევადარებთ შარშანდელ და შარშანწინდელ მდგომარეობას, თბილისში ქვეწარმავლების რაოდენობა რეალურად არ გაზრდილა. უბრალოდ, მცდარი ინფორმაცია ვრცელდება მასშტაბურად და ხალხი არის პანიკაში.

ამასთან, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელი, შოთა ზანდუკელი მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს და ამბობს, რომ პირველი, რაც მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს, როცა ქვეწარმავალს დაინახავს, არის ის, რომ მაქსიმალურად მოერიდოს მის პროვოცირებას, დაიხიოს უკან და სასწრაფოდ დარეკოს 112-ზე. მონიტორინგის ჯგუფი ადგილზე გავა და ქვეწარმავალს დაიჭერენ.

რაც შეეხება გველის მიერ დაკბენის რისკს, ზანდუკელის განმარტებით, გასათვალისწინებელია, რომ თბილისში შხამიანი გველები არ არის.

“იმ შემთხვევაში, თუ გველმა ადამიანის უკბინა, საჭიროა ნაკბენის ზედაპირული დამუშავება, რადგან შხამიანი გველები თბილისში არის. შხამიანი ქვეწარმავლის ნაკბენი განსხვავდება არაშხამიანისგანარაშხამიანი გველის დაკბენის შემდეგ ნაკბენ ადგილზე რჩება რამდენიმე ნაკბილარი. შხამიანის გველის შემთხვევაში მხოლოდ ორი. შხამიანი გველის ნაკბენის შემთხვევაში, უნდა დარეკოთ სასწრაფოში, დაწვეთ და იყოთ უძრავად, რათა სისხლი არ წავიდეს სხეულში. მკურნალობის დროს არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლური სასმელი. საჭიროა ბევრი სითხის მიღება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ შხამიანმა ნაკბენმა გამოიწვიოს ალერგიული ფონი და საჭიროა ანტიალერგიული პრეპარატის მიღება”,- განაცხადა შოთა ზანდუკელმა.

რაც შეეხება გიურზას ნაკბენს, ზანდუკელის განმარტებით, თუ გიურზა უკბენს ადამიანს. პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ხდება გამოკვლევა რა რაოდენობის შხამმა შეაღწია ორგანიზმში. ხდება ქვეწარმავლის სიდიდის შესწავლა და ამის შემდეგ ტოქსიკოლოგი ადგგენს რა რაოდენობის ანტიუგიურზენი შეუშვას ორგანიზმში.

რაც შეეხება ლოკაციებს, თუ სად არის ყველაზე მეტი ქვეწარმავალი, სააგენტოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ შხამიანი გველები არ ბინადრობენ არც ლისის და არც კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. მითუმეტეს ისინი არ ბინადრობენ ქალაქში.

ზანდუკელის თქმით, ქვეწარმავლები ქალაქში ქალაქგარეთ გასულ ავტომიბილების მეშვეობით აღწევენ, როცა ქვეწარმავალი ავტომობილის ქვეშ ძვრება.

Facebook Comments

ახალი დადებული