არგენტინა რუსეთს სთხოვს, ქვეყნიდან გააძევოს არგენტინელი გულშემატკივრები, რომლებმაც მატჩის შემდეგ, მონაწილეობა მიიღეს ხორვატიის მოქალაქეების ცემასა და შეურაცხყოფაში. ამის შესახებ „თვითერზე! არგენტინის უშიშროების მინისტრმა, პატრისია ბულრიჩმა დაწერა.
„ელია,პარდო, ესლეხერი და კატალანი – ეს ის ხალხია, რომლებმაც ხორვატიის მოქალაქეს სასტიკად გაუსწორდნენ. ჩვენ ვთხოვეთ რუსეთის ხელისუფლებას, დააკავონ ისინი და დეპორტაცია გაუკეთონ“-ნათქვამია ბულრიჩის განცხადებაში.
არგენტინელების და ხორვატების ჩხუბი გუშინ, მატჩის შემდეგ, ნიჟნი ნოვგოროდში მოხდა. რამდენიმე არგენტინელი გულშემატკივარი თავს დაესხა ორ ხორვატ გულშემატკივარს სტადიონის ტრიბუნის ქვეშ.
21 ივნისს, არგენტინის ნაკრებმა ხორვატიასთან 0:3 წააგო. გავრცელებული ცნობით, ზოგიერთი გულშემატკივარი შეურაცხყოფას აყენებდა მთავარ მწვრთნელს, ალბისელესტე ხორხე სამპაოლის.
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 15 ივლისამდე გაგრძელდება.