აშშ-ში ლგბტ თემის წარმომადგენელი მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

აშშ-ში, ტეხასის შტატში, არლინგტონის დაწყებითი განათლების სკოლიდან მასწავლებელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ Foxnews-იწერს.

მას ერთ-ერთმა მშობელმა უჩივლა.

როგორც მედია წერს, 31 წლის სტეისი ბეილი მოსწავლეებს უჩვენებდა ფოტოებს, რომელზეც ის და მისი მეგობარი გოგო იყვნენ გამოსახული. ამჟამად ბეილი უკვე დაქორწინებულია თავის მეგობარზე.

მშობლების განმარტებით, ის სკოლაში, ბავშვებთან თავის სექსუალურ ორიენტაციასაც განიხილავდა.

აშშ-ის 28 შტატში კანონდარღვევაა, როცა ლგბტ თემის წარმომადგენელი საგანმანათლებლო დაწესებულებაში საკუთარი ორიენტაციის შესახებ საუბრობს.

Facebook Comments

ახალი დადებული