სოციალური ქსელები და მედია

„გირჩის“ თავმჯდომარედ იაგო ხვიჩია აირჩიეს

Nusagi

პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ თავმჯდომარედ იაგო ხვიჩია აირჩიეს. პარტიის თავმჯდომარის პოსზე მან ზურაბ ჯაფარიძე შეცვალა.

პარტიის დღევანდელი ყრილობა არაფორმალურ გარემოში გაიმართა.  ყრილობა მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა. სტუმრებს კი სტუმრებს კი მწვადით გაუმასპინძლდნენ.

პარტიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ შეკრებილ სტუმრებს მიმართა. ხვიჩიას თქმით, დღეს ჯობია გაერთონ, პოლიტიკურ გეგმებზე კი მაშინ იმსჯელებენ, როცა ამის განწყობა ექნებათ.

ყრილობაზე ასევე აირჩიეს სარევიზიო კომისიისა და პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც.

„პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ შეიქმნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ოთხი დეპუტატის, ზურაბ ჯაფარიძის, პავლე კუბლაშვილის, გიორგი ხაჩიძისა და გიორგი მელაძის წამოსვლის შემდეგ.

პარტია საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2015 წლის 18 მაისს დარეგისტრირდა, სადამფუძნებლო ყრილობა იმავე წლის 16 აპრილს ჩატარდა.

„გირჩის“ ლიდერი დაფუძნებიდან დღემდე ზურაბ ჯაფარიძე იყო.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,472 ნახვა
%d bloggers like this: