კრიმინალი

თბილისში, ფილარმონიასთან მოზარდი დაჭრეს

Nusagi

თბილისში, ფილარმონიასთან ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, 16 წლის მოზარდი დაჭრეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გვაინ ღამით მოხდა. მოზარდს დაზიანება ბასრი საგნით, ხელის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,190 ნახვა
%d bloggers like this: