ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვლილებს შესაძლოა, წესი აღარ აუგონ

ხუთშაბათს, 21 ივნისის სინოდის სხდომისას,  საკითხი წამოიჭრა ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილი ადამიანების ეკლესიური წესის აღსრულების შესახებ .

საპატრიარქოს ოქმის მიხედვით, კრებამ იმსჯელა და დაადგინა:

“შეიქმნას კომისია აღნიშნულ და სხვა დამამძიმებელ გარემოებათა გამო საკითხების საეკლესიო ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად.”

საპატრიარქო ასევე კატეგორიულად ეწინააღმდეგება მარიხუანის ლეგალიზებას. ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე იმსჯელა დღევანდელმა სინოდის კრებამ.

Facebook Comments

ახალი დადებული