ცნობილია, რა კავშირია ეკრანის ფერსა და უძილობას შორის

დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს კვლევა, რომლითაც სურდათ, დაედგინათ, რა კავშირია ტელეფონებისა და კომპიუტერების ეკრანის ფერსა და ადამიანებში ძილის დარღვევებს შორის. ამის შესახებ BBC წერს.

როგორც გაირკვა, არსებობს ფერი, რომელსაც საკომუნიკაციო ტექნიკის მწარმოებლები იყენებენ და ეს ფერი ადამიანს ძილში უშლის ხელს.

მკვლევარებმა ეკრანებზე სხვადასხვა ფერების შერჩევის შემდეგ გამოიკვლიეს ადამიანებში მელატონინის, – ძილის ჰორმონის გამოყოფის შემთხვევები.

დადგინდა, რომ ეს ჰორმონი ბევრად ნაკლები დოზით გამოიყოფა, როცა ეკრანის ძირითადი შეფერილობა ცისფერია. უფრო ზუსტად კი, ესაა ფერი, რომელიც ცისფერისა და მწვანე ფერების შერევით მიიღება. ის კაშკაშა ფერია, რომლის ეფექტიც შესაძლოა, სხვა ძირითადი ფერების შერევამაც გამოიწვიოს.

უცნობია, რისთვის იყენებენ ტექნიკის მწარმოებლები ამ ფერს; შესაძლოა, ისინი ღამის განმავლობაში მომუშავე ადამიანებს ეხმარებიან, საქმის კეთებისას არ ჩაეძინოთ, ან უბრალოდ, სურთ, ადამიანებმა მეტი დრო გაატარონ საკომუნიკაციო მოწყობილობებთან.

Facebook Comments

ახალი დადებული