დიეგო მარადონამ არგენტინის ნაკრების ვარჯიშზე დასწრება მოითხოვა

არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მსოფლიო ჩემპიონი დიეგო მარადონა მოითხოვს, უფლება მისცენ, ფეხბურთის ჩემპიონატზე, ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩის წინ,  სამხრეთ ამერიკული გუნდის ვარჯიშს დაესწროს. ამის შესახებ  The Mirror იუწყება.

„მინდა, დაველაპარაკო მოთამაშეებს, რომ  გავაგებინო, თუ რას ნიშნავს გეცვას ეროვნული გუნდის მაისური“,-აღნიშნა 57 წლის მარადონამ. მან ასევე აღიარა, რომ ნაკრებში ყოფნის დროს, თამაშისას  საკუთარ თავს არ ზოგავდა.

22 ივნისს D ჯგუფის აუტსაიდერებმა, ნიგერიელებმა ისლანდიას 2:0 მოუგეს. აფრიკელების გამარჯვებამ არგენტინის შემდეგ ეტაპზე გადასვლის შანსები გაზარდა. ამისათვის აუცილებელია ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში არგენტინამ ნიგერიას მოუგოს. თუ ისლანდია პარალელურ მატჩში ხორვატიას მოუგებს, მნიშვნელობა მიენჭება გატანილ და გაშვებულ გოლებს შორის სხვაობას. ამ მომენტისთვის, არგენტინელებს აქვთ „-3“ , ხოლო ისლანდიას „-2“. აღნიშნული მატჩები 26 ივნისს გაიმართება.

Facebook Comments

ახალი დადებული