ახალი დამატებული

ალექსანდრე ბარამიძემ იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა

Nusagi

ალექსანდრე ბარამიძემ იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა. იუსტიციის სამინისტროში ამ ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობენ.

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს მიხეილ სარჯველაძე იკავებს, რომელიც მანამდე ასევე თეა წულუკიანის მოადგილე იყო.

“მთავრობის შემდაგენლობის დამტკიცების შემდეგ, როცა მოადგილეებიც უნდა დაინიშნონ, მინისტრი და ალექსანდრე ბარამიძე შეთანხმდნენ, რომ ის აღარ იქნებოდა წარდგენილი.”- აცხადებენ იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში.

საქართველოს პარლამენტმა საქართველოს დროებით მთავრობას ნდობა 20 ივნისს გამოუცხადა. ახალი მთავრობა საქმიანობას სამი კვირის განმავლობაში შეასრულებს, რის შემდეგაც მამუკა ბახტაძე ახალ სამთავრობო შემადგენლობას წარადგენს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,987 ნახვა
%d bloggers like this: