უცხოური მედია

არგენტინელი ფეხბურთელები გადამწყვეტი მატჩის წინ მწვრთნელს დაუპირისპირდნენ, გადამწყვეტი სიტყვა მესიზეა

Nusagi

არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი და ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო გადაწყვეტენ, თუ რა შემადგენლობით ითამაშებს გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩზე ნიგერიასთან.

ამის შესახებ Daily Mail იუწყება. გამოცემა ეყრდნობა 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონს, რიკარდო ჯუსტის ნათქვამს, რომელმაც არგენტინის ნაკრების მენეჯერთან გასაუბრების შემდეგ განაცხადა, რომ ხორხე სამპაოლი თამაშზე გუნდის ფორმირებაში მონაწილეობას არ მიიღებს, გადამწყვეტი სიტყვა კი მესისა და მასკერანოსი იქნება.

ჯუსტიმ ასევე აღნიშნა, რომ სამპაოლი შესაძლოა, მატჩს არც კი დაესწროს. ხორვატიასთან წაგების შემდეგ, მეორე ტურში არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატიდან გავარდნის წინაშე დადგა.

გავრცელებული ცნობით, ცუდი შედეგების გამო, მოთამაშეები სამპაოლის დაუპირისპირდნენ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,449 ნახვა
%d bloggers like this: