Uncategorized

ბათუმში, ქორწილში 100-მდე ადამიანი მოიწამლა

Nusagi

ბათუმში ძლიერი ინტოქსიკაციით 100-მდე ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნები კლინიკებში გადაიყვანეს .

შემთხვევა ერთი კვირის წინ მოხდა, თუმცა მათი ნაწილი მკურნალობას დღესაც განაგრძობს. დაზარალებულები სარიტუალო დარბაზ “კახაბერში” ქორწილში იმყოფებოდნენ.

როგორც ისინი ყვებიან, ქორწილის მეორე დღეს ყველას ერთი და იგივე სიმპტომები ჰქონდა: ცხელება და პირღებინება.

“ჩემი შვილის ქორწილი იყო. მეორე დღეს ჩემი ოჯახიდან 5 ადამიანი გახდა ცუდად, მათ შორის მეც, მქონდა მაღალი სიცხე და პირღებინება. მას მერე მირეკავენ ქორწილის სტუმრები, 100 ადამიანი მოიწამლა. ვინმემ ხომ უნდა გაგვცეს პასუხი რა მოხდა. მე-8 დღეა და კიდევ მკურნალობს ნაწილი, არ გამოვრიცხავთ საკვებში ქიმიური ნივთიერება მოხვედრილიყო, საიდან არ ვიცი“- განაცხადა ასმათ დევაძემ. ის დარბაზის თანამშრომლებს უყურადღებობაშიც ადანაშაულებს და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

ბრალდებებს სარიტუალო დარბაზში პასუხობენ. ამბობენ, რომ მათი ოთხი თანამშრომელიც მოიწამლა, თუმცა რისგან არ იციან. როგორც მენეჯერმა განაცხადა, თუ მათი ბრალეულობა გამოიკვეთება, მზადაა პასუხი აგონ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,036 ნახვა
%d bloggers like this: