უცხოური მედია

ბარნაულში 8 წლის მოსწავლე ძლიერი ქარის დროს დაიკარგა

Nusagi

ბარნაულში 8 წლის გოგონას ეძებენ, რომელიც  გუშინ სახლიდან სასეირნოდ გავიდა, სანამ  ქალაქში ქარიშხალი ამოვარდებოდა. მას შემდეგ გოგონა არავის უნახავს. კრიმინალისტები ადგენენ, მომხდარი უკავშირდება თუ არა ძლიერ ქარს, უკვე დაკითხეს გოგონას მშობლები, მეზობლები და ამხანაგები. ძებნის შესახბ ინფორმაცია ალტაის მხარის შს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„ჯერჯერობით არ ვიცით, უკავშირდება თუ არა გოგონას გაუჩინარება ქარიშხალს, ის სასეირნოდ გავიდა, , მოგვიანებით კი დედამ მოგვმართა. ბავშვი შეძლებული ოჯახიდანაა, მსგავსი ფაქტი ადრე არ ყოფილა, არ არის გამორიცხული, რომ ქარისგან დასაცავად  ვინმესთან სახლში შევიდა“,-აცხადებენ რეგიონული  საგამოძიებო კომიტეტის პრესცენტრში.

ბარნაულში შტორმი 23 ივნისს, ადგილობრივი დროით  დაახლოებით 9 სთ-ზე დაიწყო. ქარმა წააქცია ხეები, ჩამოყარა სარეკლამო ბილბორდები, რამდენიმე შენობას კი სახურავი გადახადა. ქალაქის ცენტრში სამშენებლო ამწე გადავარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მდინარე ობიზე თბომავალი ხიდს შეეჯახა და 14 ადამიანი დაშავდა. სინათლის გარეშე დარჩა 85 ათასი ადამიანი.

 

Facebook Comments Box
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,476 ნახვა
%d bloggers like this: