უცხოური მედია

თურქეთში საარჩევნო უბნები დაიხურა

Nusagi

თურქეთში ხმის მიცემა შეწყდა, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დაიხურა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დღეს თურქეთის მოსახლეობამვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არცევნებშუ  თავიანთი პოზიცია დააფიქსირა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის გარდა, თურქეთის პრეზიდენტის სავარძლის დაკავება 6 კანდიდატს სურს. წინასაარჩევნო კვლევებში ერდოღანის “სამართლიანობის და განვითარების” პარტია ლიდერობს. თუმცა, ოპოზიცია ერდოღანის დამარცხებას გაერთიანებული ძალებით ცდილობს.

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა თარიღმა გადაიწია და ის 24 ივნისს დაინიშნა. გადაწყვეტილება 2017 წლის აპრილში საკონსტიტუციო ცვლილებებზე  გამართული რეფერენდუმის შემდეგ გადაწყდა.

24 ივნისს დაგეგმილი არჩევნები, პრეზიდენტს უფრო მეტ ძალაუფლებას მისცემს. ქვეყნას 2003 წლიდან  ერდოღანი მართავს, 2014 წლამდე მას პრემიერმინისტრის, ხოლო შემდეგ პრეზიდენტის პოსტი ეკავა. გასულ წელს ერდოღანმა მცირე უპირატესობით გაიმარჯვა რეფერენდუმში, რომელიც კონსტიტუციის შეცვლას და თურქეთს საპარლამენტო რესპუბლიკიდან საპრეზიდენტო სახელმწიფოდ გადაქცევას ითვალისწინებდა. რეფერენდუმის შედეგად, პრეზიდენტმა მეტი ძალაუფლება მიიღო.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,079 ნახვა
%d bloggers like this: