განათლება

როგორია სკოლებში ოქროსა და ვერცხლის მედლის მოპოვების პრინციპი

Nusagi

მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, წარჩინებული სკოლის მოსწავლე ოქროს ან ვერცხლის მედლითა და სერტიფიკატით ჯილდოვდება. მოსწავლეების მუდმივ ინტერესს წარმოადგენს მიდგომა, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ოქროს ან ვერცხლის მედლის მოპოვება. edu.aris.ge

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ვკითხულობთ, რომ შეფასების მაღალი დონე (ქულები 9-დან 10-ის ჩათვლით) გულისხმობს სასწავლო წლის ან საფეხურის წარჩინებით დამთავრებას. წარჩინებული მოსწავლეების წახალისების წესს, სურვილისამებრ, განსაზღვრავს სკოლა სასკოლო სასწავლო გეგმით.

“ოქროს მედალი: მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10 დამრგვალების გარეშე და სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მიიღებს დადებით შეფასებას, იღებს ოქროს მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.

ვერცხლის მედალი: მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი და სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მიიღებს დადებით შეფასებას, იღებს ვერცხლის მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს,

პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატი არ გაიცემა,”- წერია გეგმაში.

ამასთან, როგორც განათლების სამინისტროში განმარტავენ, თუ მედალოსანი ჩაიჭრება მე–12 კლასის საატესტატო გამოცდაზე, ის ვეღარ მიიღებს მედალს. რაც შეეხება გამოთვლის პრინციპს, განათლების სამინისტროს ვებგვერდზე არსებობს შემდეგი სახის განმარტება:

ოქროსა და ვერცხლის მედლების გაცემა ხდება მესამე საფეხურის (მე-10, მე-11, მე-12 კლასი) თითოეული საგნის წლიური ნიშნის გათვალისწინებით;

ოქროსა და ვერცხლის მედლების გაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება მოსწავლის შეფასება ტრიმესტრების მიხედვით;

საგნის წლიური ნიშანი მრგვალდება და გამოიხატება ერთი ნიშნით (მთელი რიცხვი). მაგ: თუ მოსწავლეს პირველ ტრიმესტრში, მათემატიკაში აქვს 9,9; მეორე ტრიმესტრში – 9,8 და მესამე ტრიმესტრში – 9,7. ამ ქულათა საშუალო არითმეტიკული არის 9,8; თუმცა მისი წლიური შეფასება იქნება 10.

“ოქროს მედალს მიიღებს ის მოსწავლე, რომლის ყველა საგნის თითოეული წლის ნიშანი მესამე საფეხურზე არის დამრგვალებული 10. ვერცხლის მედალს მიიღებს ის მოსწავლე, რომლის ყველა საგნის თითოეული წლის დამრგვალებული ნიშნების საშუალო არითმეტიკული მესამე საფეხურზე არის 9.8 დან 10-მდე”, – აღნიშნულია განმარტებაში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,989 ნახვა
%d bloggers like this: