სპორტი

შვეიცარიის ნაკრების წევრს, ჟესტის გამო FIFA-მ ახსნა-განმარტება მოსთხოვა

Nusagi

FIFA-ს დისციპლინურმა კომიტეტმა შვეიცარიის ფეხბურთელების, გრანიტ ჯაკისა და ჰერდან შაკირის საქმის განხილვა დაიწყო, რომლებმაც სერბეთის ნაკრებთან თამაშისას გატანილი გოლების შემდეგ, პოლიტიკური ჟესტები აჩვენეს. ამის შესახებ BBC იუწყება.

ორივე ფეხბურთელი წარმოშობით კოსოვოდანაა, გოლის შემდეგ მათ ხელები გადააჯვარედინეს, რაც ორთავიან არწივის, -კოსოვოსა და ალბანეთის სიმბოლოს განასახიერებს. აღნიშნულ აქტს სერბი გულშემატკივრების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.

„ეს უბრალოდ, ემოცია იყო, ძალიან გახარებული ვიყავი, რომ ბურთი გავიტანე, და სხვა არაფერი“,-განაცხადა შაკირიმ მის მიმართ ბრალდებების საპასუხოდ.

ფიფამ განაცხადა, რომ სერბი გულშემატკივრების ქმედებებიც არ დარჩება დაუსჯელი: „იგივე მატჩის გამო აღძრულია დისციპლინური საქმეები სერბეთის FA-ს მიმართ გულშემატკივრების მხრიდან პოლიტიკური და შეურაცხმყოფელი წამოძახილების გამო“.

22 ივნისს შვეიცარიის ნაკრებმა სერბებს 2:1 მოუგო. მე-5 წუთზე ანგარიში სერბმა თავდამსხმელმა ალექსანდრ მიტროვიჩმა გახსნა. მეორე ტაიმში შვეიცარიის ნახევარმცველმა გრანიტ ჯაკამ გაათანაბრა ანგარიში, 89-ე წუთზე კი ხავბეკ ჯორდან შაკირიმ შვეიცარიას გამარჯვება მოუტანა.

ორივე ფეხბურთელი ეთნიკური ალბანელია კოსოვოდან.

23 ივნისს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შაკირის ბუცებზე  კოსოვოს დროშა ეხატა, რამაც სერბეტის ფეხბურთის ფედერაციის აღშფოთება გამოიწვია.

1998 წელს კოსოვოში მცხოვრებმა ალბანელებმა სერბეთისგან გამოყოფა მოითხოვეს, კონფლიქტი კოსოვოს სასარგებლოდ ნატო-ს სამხედრო ოპერაციის შემდეგ დასრულდა. სერბეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას დღემდე არ აღიარებს.

 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,791 ნახვა
%d bloggers like this: