ამასწინათ სუფრაზე მოვხვდი ყველა უკრავდა და მღეროდა, მხოლოდ მე ვიჯექი მუმუს დამხრჩობივით

,,ქუჩის სიმღერის ლიცენზირება….

ამასწინათ სუფრაზე მოვხვდი ყველა უკრავდა და მღეროდა, მხოლოდ მე ვიჯექი მუმუს დამხჩობივით , იმ ოჯახს არ ვაკადრე და შარს ავერიდე თორე განა არ ვმღერი, ვმღერივარ შხაპის ქვეშ ვმღერივარ საპირფარეშოში ( კუჭშეკრულზე ურთულეს არიებსაც კი ვასრულებ) , გულშიც ვმღერი…. მე თუ მკითხავთ ძაან მაგრადაც და მჯერა რომ ფიროსმანივით სიკვდილის მერე დავფასდები , აუ რა ხმა ქონდა ცხონებულსო იტყვიან….. ეხლა კი დუმილს ვამჯობინებ, რამდენი სიმღერა ვცადე სახალხოდ იმდენი უსიამოვნება შემემთხვა , შურიანი ქართველების ამბავი ხომ იცით, რა არ მაკადრეს შინაურმა თუ უცხომ, სპილომ ყურზე ფეხი დაგაბიჯაო, გვაცალე გვამღერეო. ამ ხმით ყვავებს თუ დააფრთხობო. შენ მუსიკის მასწავლებელს შევე… არა და ხანდახან სულს ისე სწყურია სიმღერა.


ბევრი დავლიე იმ დღეს ბოღმისგან, იმაზე ბევრად მეტი ვიდრე შემიძლია, არავის არ გამომშვიდობებივარ და მარტო შეუდექი უცხო უბნის მრავალსართულიან კორპუსებს შორის გზას…..ერთდროულად გაიღვიძა ჩემი სულის სიღრმეში მიძინებულმა, სარჯიშვილმა და გილმორმა სტინგმა და ლეშჩენკომ. რადიო “არ დაიდარდომ ” და ლუჩანო პავარატიმ, მკირტიჩიანმა და ოკრიბა ფარცხანაყანების მარშრუტკის მძღოლმა ….

მოკლედ ყველამ ვისაც ოდესმე პირი დაუღია, ელტონ ჯონისა და გია სურამელაშვილის გარდა( მაგნების ადგილი ჩემ სულში არაა!) დავიწყე და რა დავიწყე , ქართულ რუსულ ინგლისურ სანრემოულ თუ შვედურ ენებზე, არც მეგრული ჯანსულო დამვიწყნია და არც გურული კრიმანჭული…..

უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობდი მაყურებლის მხრიდან, ჩემ ჩავლაზე შუაღამისას ჩაბნელებული კორპუსები ნათდებოდა, სტვენა გინება თუ ყვირილი ისმოდა ფანჯრებიდან, ვიღაცამ ბანიც კი მომცა ფანჯრიდან…..ბავშვები დაგვაძინებინე ! კიოდა ვიღაც ქალი, მინდოდა მეთქვა მოასმენინე !

იქნებ როგორ უნდათ ბავშვებს! რომ აღარ გაჩუმდა იავნანაზე გადავედი და “სპაკოინი ნოჩი მალიშით გავგრძელე”

ვიღაც ჩემმა ფანმა ცივი წყალი გადმომასხა გასამხნევებლად, ვიღაცამ აღტაცებისგან ყვავილებიც მესროლა (ქოთნიანად) მერე მოძრავი სპეც ეფექტებიც ჩაირთო. სხვდასხვა მხრიდან მოვიდნენ, ბევრნი ლურჯ-წითელი ციმციმა შუქებით, მერე სპეცეფექტებიდან ვიღაცეები გადმომხტენ და ერთერთ “სვეტა მუზიკიან” მანქანაში ჩამსვეს, ეტყობა ჩემთან სელფების გადაღების მსურველებსა და ავტოგრაფის მოყვარულებს მომარიდეს ან კიდევ უარესს, ჯვარი მწერია და ლენონივით მეც დაცვის გარეშე დავდივარ….

თავიდან მეგონა ვარსკვლავს მიხსნიდნენ ოპერის წინ….. სერგი გვარჯელაძესთან მიმიყვანეს ლიცენზიისთვის!“-წერს ფეისბუქ-მომხმარებელი მალხაზ თოფურია

Facebook Comments

ახალი დადებული