გასული ვიქენდის fashion- ინდუსტრიის მთავარი მოვლენა Dior-ის მამაკაცის კრეატიული დირექტორის ჩვენება გახდა. სადებიუტო შოუს აღმოჩენა დანიის 18 წლის პრინცი ნიკოლაი გახდა.
მეფური სისხლის ერთ-ერთი სასურველი სასიძო პოდიუმზე საუნდრეკ Diplo-ს ჰანგების ქვეშ, კრემისფერ კოსტიუმში ავიდა. როგორც მოგვიანებით დიზაინერმა განაცხადა, ამ ჩანაფიქრით მან პატივი მიაგო დედას, რომელიც წარმოშობით დანიიდანაა.
დანიის მოქმედი დედოფლის შვილიშვილისთვის, პრინც ნიკოლაი უილიამ ალექსანდრ ფედერიკისთვის ეს არ არის პოდიუმზე პირველი გამოსვლა. მისი დებიუტი თებერვალში, ლონდონის მოდის კვირეულზე შედგა, სადაც მან Burberry წარმოადგინა.
Facebook Comments