გერმანიაში ბინ ლადენის დაცვის ყოფილი წევრი დააკავეს

გერმანიაში ტერორისტული დაჯგუფება “ალ-ქაიდის” ლიდერის ბინ ლადენის დაცვის ყოფილი წევრი სამი ა. დააკავეს. Deutsche Welle-ს ცნობით, 42 წლის ტუნისელს სამშობლოში დააბრუნებენ.

როგორც გამოცემა წერს, მის დეპორტაციას ქვეყნის მიგრაციის სამსახური რამდენიმე წელი ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. ჯერ კიდევ გასულ წელს, სასამართლომ მისი ექსტრადირება იმ მოტივით შეაჩერა, რომ ტუნისში ის შესაძლოა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გამხდარიყო.

სამი ა. გერმანიაში პოტენციურად საშიში ადამიანების სიაშიც კი არის შეყვანილი.

აპრილში გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიამ “ალტერნატივა გერმანიისთვის“ “ალ-ქაიდას“ ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის დაცვის ყოფილი წევრი ემიგრანტებს შორის აღმოაჩინა და ისიც გაარკვია, რომ ის გერმანიისგან სოციალურ დახმარებას, თვეში 1167 ევროს იღებდა.

Facebook Comments

ახალი დადებული