შაკო კუჭაშვილი-თუ შსს-ს არ ექნება რაგირება, შეიქმნება პრეცედენტი, როცა არასრულწლოვანი იშიმშილებს

გუშინ, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ, შაკო კუჭაშვილმა  ვაკის პოლიციასთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართა და ჟურნალისტ ელისო კილაძეს ვარსკვლავი გაუხსნა.

მისი თქმით, მალე ერთი თვე გახდება, რაც ელისო კილაძის შვილისგან, დავით ხარშილაძისგან მუქარის შემცველი ხმოვანი შეტყობინებები მიიღო და პოლიციაში განაცხადა, თუმცა გამოძიება ჭიანურდება. შაკო კუჭაშვილს ეჭვი აქვს, რომ ელისო კილაძეს მაღალი თანამდებობის პირებთან კავშირი აქვს და აშანტაჟებს მათ.

„ის მე ვარსკვლავბიჭუნას მეძახის, მე კი ამ ფორმით ვუპასუხე. სისტემის შენობის წინ ვარსკვლავის გახსნას ნამდვილად იმსახურებს, რადგან ვფიქრობ, კავშირი აქვს მაღალი თანამდებობის პირებთან და აშანტაჟებს მათ”,-აცხადებს შაკო კუჭაშვილი და აღნიშნავს, რომ დღევანდელი აქციის დროს,  სამართალდამცველები არ გამოხმაურებიან.

„თუ შსს-ს არ ექნება რეაგირება, ქვეყანაში შეიქმნება პრეცედენტი, როდესაც არასრულწლოვანი პროტესტის მწვავე ფორმას მიმართავს და იშიმშილებს“,-აცხადებს შაკო კუჭაშვილი.

შეგახსენებთ, შაკო კუჭაშვილი მოძრაობის „ნუ მომკლავ“ დამფუძნებელია. ის ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად გამართული გამოსვლების  ერთ-ერთი ორგანიზატორი და აქტიური მხარდამჭერი იყო, თუმცა  „ნაციონალური მოძრაობის“ გააქტიურების შემდეგ,  აქციას გაემიჯნა .

 

Facebook Comments

ახალი დადებული