Uncategorized

თბილისში, მშრალ ხიდთან მაწანწალა ძაღლმა ქალი დაკბინა

Nusagi

თბილისში, მშრალ ხიდთან, სანაპიროზე მაწანწალა ძაღლმა ქალი დაკბინა.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც გარე მოვაჭრეებს უკვე ალაგებული ჰქონდათ ნივთები და ადგილეზე მხოლოდ რამდენიმე მათგანი იმყოფებოდა.

როგორც ერთ-ერთმა მათგანმა გვითხრა, ძაღლს ამ ადგილას ხშირად ხედავენ, თუმცა აქამდე მსგავსი აგრესია არ გამოუჩენია. თვითმხილველი, რომელმაც ძაღლს ფოტო გადაუღო და მოგვაწოდა, ამბობს, რომ ქალი მანქანიდან გადმოვიდა თუ არა, ძაღლი მაშინვე მივარდა. მისივე თქმით, სასწრაფო მალევე მივიდა და ქალი საავადმყოფოში გადაიყვანა.

„სასწრაფო გამოვიძახეთ თუ არა, 5 წუთში მოვიდა, ქალს ორივე ფეხი დაგლეჯილი ჰქონდა, გადავიყვანეთ —-ში, სადაც ნაკერები დაადეს და შრატი გაუკეთეს. მანამდე სასწრაფოს ექიმს ძაღლი დავანე და ვუთხარი, იქნებ სადმე დარეკოთ და რამე ზომები მიიღონ ამ ძაღლზე თქო.

ძაღლს ყურზე ნიშანი ჰქონდა, თუმცა როგორც ქირურგმა გვითხრა, ვინ იცის, შეიძლება 5 წელია ასე აქვსო. ყველა შემთხვევაში, მისახედია ეს ქუჩის ძაღლები, როცა ასეთ აგრესიას ავლენენ, მაგათი ქუჩაში ყოფნა გაუმართლებელია, საშინელი სანახავი იყო საწყალი ქალი, სისხლის გუბეში იწვა, ზაღლი კი ქუჩის მეორე მხარეს გადავიდა იქიდან იყურებოდა”,-გვითთხრა თვითმხილველმა

 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,412 ნახვა
%d bloggers like this: