სოციალური ქსელები და მედია

მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული ყველაზე ტრაგიკული ისტორია გავრცელდა

Nusagi

ინტერნეტში რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული ყველაზე ტრაგიკული ისტორია გავრცელდა.

მექსიკელი იურისტი, გილბერტო მარტინესი ჩემპიონატზე დასწრებას მეუღლესთან, ვერონიკასთან და შვილებთან, 8 წლის დიეგოსთან და 6 წლის მიასთან ერთად გეგმავდა. ოჯახს ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა; იყიდეს ბილეთები, დაჯავშნეს სასტუმრო, თუმცა 28 აპრილს ტრაგედია მოხდა.

მარტინესის ცოლი, რომელიც მაიამიში, ძმასთან ჩავიდა, ავარიაში მოჰყვა და ორივე შვილთან ერთად, შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა.

გილბერტო მარტინესს ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა. მან კი კაცს უთხრა, რომ მაინც უნდა წასულიყო ჩემპიონატზე.

მარტინესი რუსეთში გაემგზავრა, თან წაიღო ცოლ-შვილის პირადობის დამადასტურებელი მოწმობებიც და დაესწრო მექსიკის პირველ თამაშს, რომელშიც მექსიკელები გერმანიას დაუპირისპირდნენ. ნაკრების გამარჯვების შემდეგ მარტინესმა მიიღო მესიჯი: „შენი ოჯახისთვის“. მესიჯი მექსიკის ნაკრების მეკარისგან, გილიერმო ოჩოასგან იყო.

მარტინესს ბრაზილია-კოსტა რიკას თამაშზე დასწრების უფლებაც მისცეს, რადგან მისი 8 წლის ვაჟის ოცნება იყო, ენახა ნეიმარის თამაში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,989 ნახვა
%d bloggers like this: