პრობლემები უნდა გადაჭრას ჩვენმა სახელმიფომ,საქართველოს მთავრობამ და არა თურქმა მძღოლმა!

გაათრიეთ აქედან თურქი მძღოლები“, “საერთოდ არ უნდა შემოუშვა ეგენი ჩვენთან“, “ძალით გვიხოცავენ ხალხს” და .ძალიან ბევრი ასეთი კომენტარი შემხვდა სოციალურ ქსელებშირა თქმა    უნდა, წეროვანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გულგრილს ნორმალურ ადამიანს ვერ დატოვებდა,    რომელშიც მონაწილეობდა ტრაილერი თურქეთის სანომრე ნიშნებითმაგრამ ასეთი შეფასება ზოგიერთის   მხრიდან არის გაუაზრებელი,ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივიგავეკეთებ რამდენიმე განმარტებას:

1. ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდო მიზეზებად სახელდება ტრაილერის ტექნიკური გაუმართაობა (რაც მენაკლებად მგონიადა მძღოლის გადაღლა ჩაძინება (რაც უფრო რეალისტურად მეჩვენება). ორივე მიზეზთან დაკავშირებით ჩნდება კითხვაყოველთვის მოწმდება თუ არა საბაჟოგამშვებ პუნქტზე საბუთირომელიც ადასტურებს სატრანსპორტო საშუალების ტექ ინსპექტირების წარმატებით   გავლას და მეორემოწმდება თუ არა.ტაქოგრაფიტაქოგრაფირომელიც გვაჩვენებს მძღოლის დასვენების რეჟიმსანუ თუ მძღოლს დარღვეული აქვს დასვენების რეჟიმი, ის ვალდებულია დაისვენოს და შემდეგ განაგრძოს   გზახდება კი ამ ინფორმაციისმოთხოვნა და სრულფასოვანი კონტროლი საქართველოს გზებზე?

2. რამდენადაც ცნობილი ხდებამიკროავტობუსი გაჩერებული იყო ჩქაროსნულ მაგისტრალზე მგზავრის    ასაყვანადუნდა იყოს თუ არა დაშვებული ჩქაროსნულ მაგისტრალზე მგზავრთა ჩასხდომაგადმოახდომის პროცესი?

3. იყო თუ არა დარღვეული მგზავრთა უსაფრთხოების სტანდარტები მიკრო   ავტობუსშიგადიან თუ არაპერიოდულ ინსპექტირებასრამდენად ეფექტიანია კანონის აღსრულება ტექდათვალიერების საქმეში?

4. თუ დავუშვებთრომ ტრაილერი გადაადგილდებოდა მაღალი სიჩქარითმაშინ ჩნდება მეორე პრობლემა:     რატომ ვერ ხერხდება ვიდეოჯარიმების გამოწერა უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო  საშუალებებზერაც აღნიშნულია    სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშირატომ ვერ ვახერხებთ სიჩქარის   გადაჭარბების (მთავარი მკვლელიდარღვევის ადმინისტრირებასხომ არ არის პროგრამული პრობლემები?

5. კიდევ უფრო მძიმე შედეგებით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევები მოუხდენიათ თურქეთის გზებზე   საქართველოში რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებსმაგრამ ქართველი მძღოლების გამოყრის    მოთხოვნის შესახებ არაფერი მსმენია

6. გომბორზე რამდენიმე დღის წინ მომხდარ ტრაგედიაში ქართველი მძღოლი მონაწილეობდა (და არა თურქი),ხომ არ გვაქვს სისტემური პრობლემა გზებზეხომ არ გავიდა სახელმწიფო კონტროლიდან საგზაო მოძრაობა?რატომ აღარ ხორციელდება თანამედროვე სტანდარტების დანერგვარატომ არ შეიქმნა საგზაო უსაფრთხოებაზეპასუხისმგებელი სტრუქტურა?

მოკლედ, დასმულ შეკითხვათა უმეტესობა რიტორიკულიაიმიტომ, რომ პასუხები მემგონი, ყველამ კარგად    ვიცითთურქი მძღოლიც ისეთივეაროგორებიც ჩვენ ვართთუ გაიგორომ პოლიცია ვერ აკონტროლებსსიჩქარის გადაჭარბებას (ან სხვა დარღვევას)ეცდება სწრაფად დაფაროს მანძილიზუსტად ისე, როგორც ჩვენვაკეთებთ ხოლმე და მოგვაქვს ათასი უბედურებამეგობრებოარ შეიძლება ამ კონკრეტულ ტრაგედიას “თურქიდავარქვათ ან “ქართველი“. ჩვენ გვაქვს სახელმწიფორომელსაც აქვს ამბიცია რომ გახდეს სატრანსპორტო ჰაბირეგიონშიასეთ დროს კიდევ უფრო ინტენსიური უნდა გახდეს მიმოსვლა მეზობელ ქვეყნებთანგაიზარდოსვაჭრობაშეივსოს სახელმწიფო ბიუჯეტი და შემოსავალი მოხმარდეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას

ასეთ დროს მნიშვნელოვანია რომ ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები ნერგავდნენ უსაფრთხოების    თანამედროვე სტანდარტებს  გზებზერასაც სამწუხაროდ ვერ ართმევენ თავსნებისმიერი მოთხოვნარომ ჩავკეტოთ საზღვრებიარავინ შემოვუშვათ და შემოვიღობოთმიმართულია ჩვენი ქვეყნის განვითარების წინააღმდეგნურც იმას დაივიწყებთ,რამდენი ქართველი არჩენს ოჯახს თურქეთიდანპრობლემები უნდა გადაჭრას ჩვენმა   სახელმიფომსაქართველოს მთავრობამ და არა თურქმა მძღოლმა!-განაცხადა დავით მესხიშვილმა,საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა.

Facebook Comments

ახალი დადებული