ქუთაისის საბავშვო ცენტრის თანამშრომლებს შშმ ბავშვის ცემაში ადანაშაულებენ

ქუთაისის ერთ-ერთი საბავშვო ცენტრის თანამშრომლებს შშმ ბავშვის ცემაში ადანაშაულებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, 7 წლის ბიჭი ცენტრიდან სახლში სახეზე დაზიანებებით დაბრუნდა. მშობლები ეჭვობენ, რომ დღის ცენტრის აღსაზრდელს პედაგოგმა სცემა.

“ბავშვს აქვს სილურჯეები ცხვირსა და თვალზე. არ გამოვრიცხავ, რომ ბავშვს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და არ შეუძლია მოყვეს, თუ რა მოხდა, სცემეს”, – განაცხადა ადვოკატმა ციცინო ბაბუნაშვილმა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ოჯახი დღეს პოლიციას და სახალხო დამცველს მიმართავს.

თუმცა, ქუთაისში დღის ცენტრში 7 წლის შშმ ბავშვისათვის ფიზიკური დაზიანებების ფაქტს უარყოფენ და არ გამორიცხავენ, რომ ბავშვს დაზიანებები საკუთარმა დედამ მიაყენა.

Facebook Comments

ახალი დადებული