„ქუჩის ბიჭების“ წევრის დაჭრაში მონაწილე ქალის ვინაობა გაირკვა

“ქუჩის ბიჭების” წევრის, ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ექიმის თქმით, ის კვლავ მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მომღერალს ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.

ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს, საღამოს, წერეთლის გამზირზე ცივი იარაღით დაჭრეს.

სამართალმდაცველებმა შემთხვევის ადგილზე “ჰონდას” მარკის ავტომობილი დალუქეს, თუმცა ისინი არ აცხადებენ, ვის საკუთრებაშია მანქანა. სამართალდამცველებმა ირაკლი ნოზაძის სახლის გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერებიც ამოიღო, რომელზეც სავარაუდოდ ჩანს მომხდარი.

გავრცელებული ინფორმაციით, მომღერლის დაჭრაში ორი ქალი ფიგურირებს, რომლებიც იდენტიფიცირებულები არიან. მათ შორის ერთი სავარაუდოდ ტატა ჯანჯღავაა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათი ვინაობა იცის, თუმცა მათ დაკავების შესახებ ცნობას უწყება არ ადასტურებს.

Facebook Comments

ახალი დადებული